სოჭში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა - ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა რუსეთის ცხრა აეროპორტში
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 76
17 ოქტომბრის ღამით რუსეთის ქალაქ სოჭში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემები სარაკეტო თავდასხმებს იგერიებდნენ.
ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა რუსეთის მასშტაბით ცხრა აეროპორტში.
ამასთან, სოჭის მერმა, ანდრეი პროშუნინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს.
„სოჭში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს. სარაკეტო შეტევა მოგერიებულია. სოჭის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან უსაფრთხოების აუცილებელი ზომები. სანაპირო ზოლთან ახლოს თუ ცხოვრობთ, არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ გარეთ; დარჩით შენობაში მინების გარეშე“, – განაცხადა პროშუნინმა.
რუსული მედიის ცნობით, სოჭის აეროპორტის გარდა, შეზღუდვები კიდევ რვა აეროპორტში დაწესდა: კრასნოდარში, სამარაში, კალუგაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში, უფასა და იაროსლავში.

No article in the selected categories