უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის დონალდ ტრამპის პოზიციას ომის შეწყვეტის შესახებ.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი კიდევ არ დაგვიბრუნდება ომით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.

„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ განსაჯოს“, – დაწერა ტრამპმა.