დონალდ ტრამპის მოწოდება უკრაინისა და რუსეთისთვის, შეჩერდნენ ამჟამინდელ ფრონტის ხაზთან, კარგი კომპრომისი იყო - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 125
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მოწოდება უკრაინისა და რუსეთისთვის, შეჩერდნენ ამჟამინდელ ფრონტის ხაზთან, „კარგი კომპრომისი“ იყო.
ზელენსკი ეჭვობს, რომ ტრამპის ამ ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს არ დაუჭერს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ტურნეს მართავს.
ცნობისთვის, მანამდე მედია წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების წინაპირობად დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება მოითხოვა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი ამ პოზიციას იზიარებდა და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებდა, დონბასი რუსეთისთვის გადაეცა. თუმცა მოგვიანებით ტრამპმა ეს ცნობა უარყო და აღნიშნა, რომ, ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და „დონბასი უნდა გაიყოს“.

No article in the selected categories