Tiktok-ს, Instagram-ს და Facebook-ს ევროპაში დიდი ჯარიმები ემუქრება, ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის გამო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 60
ევროკომისიის შეფასებით, სოციალური მედიის პლატფორმებმა, Tiktok-მა, Instagram-მა და Facebook-მა დაარღვიეს მომხმარებელთა დაცვის კანონი.
როგორც უწყებამ წინასწარი გამოძიების შედეგების საფუძველზე განაცხადა ბრიუსელში, Instagram-სა და Facebook-ზე დადგენილია საჩივრის შესაძლებლობების ნაკლებობა.
მაგალითად მოყვანილია შემთხვევები, როცა მომხმარებელი არ ეთანხმება ანგარიშის დაბლოკვას ან გამოქვეყნებული მასალის წაშლას. ნაკლოვანება აღმოაჩინეს ასევე სისტემაში, რომლითაც აკრძალული შინაარსის ან ყალბი ინფორმაციის მხილება უნდა ხდებოდეს.
Instagram-ი და Facebook-ი, მათთან ერთად ვიდეოპლატფორმა Tiktok-ი, არ აძლევენ გამომძიებლებს მონაცემებზე წვდომის საკმარის საშუალებას, აცხადებს ევროკომისია. ამით ხელი ეშლება დამოუკიდებელ კონტროლს.
ევროკომისიის თანახმად, სამივე პლატფორმას ემუქრება მაღალი ფულადი ჯარიმა, თუ
ისინი არ წარმოადგენენ გამაბათილებელ მასალებს და არ მიიღებენ სათანადო ზომებს.
სამი პლატფორმის მიმართ გამოძიება დაიწყო Digital Services Act-ის, ციფრული სამსახურების შესახებ ევროკავშირის კანონის თანახმად.
სხვა საკითხებს შორის, ამ კანონმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პლატფორმების გვერდებზე გამოქვეყნებული კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მასალების სწრაფად წაშლის შესაძლებლობა.
No article in the selected categories
