ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 50
ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო აცხადებს.
„ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ჩვენი ჯგუფები კვლავ მუშაობენ ნანგრევებიდან დაღუპულებისა და დაშავებულების ამოსაყვანად“, – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა, მაჰმუდ ბასალმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა.
როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.
No article in the selected categories
