სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 63
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტაიფუნ „კალმაეგის“ მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფილიპინებში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვმა 190-ს გადააჭარბა, რის შემდეგაც „კალმაეგი“ ვიეტნამს დაატყდა თავს და, სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.
ამასთან, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ფილიპინების კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად პროვინცია სებუ დააზიანა, სადაც ასობით სახლი ნანგრევებად იქცა. ტაიფუნის გამო საცხოვრებლის დატოვება და თავშესაფარში გადასვლა 500 000-მდე ადამიანს მოუწია.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ ვიეტნამში მეწყერი გამოიწვია, დაზიანდა 2 800-ზე მეტი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიწოდება 1.3 მილიონზე მეტ ადამიანს.
No article in the selected categories
