იაპონია, პეკინსა და ტოკიოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ჩინეთში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 38
იაპონიამ, პეკინსა და ტოკიოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ჩინეთში მყოფი თავისი მოქალაქეები გააფრთხილა გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
იაპონიის მთავრობის კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ უახლესი გაფრთხილება ახალი მოწოდებაა, რადგან ჩინურ მედიაში იაპონიის მიმართ ასახული განწყობა ბოლო დროს მომხდარი დიპლომატიური მოვლენების შემდეგ გაუარესდა.
ჩინეთში იაპონიის საელჩომ მოქალაქეებს შეახსენა, პატივი სცენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ჩინელებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინონ. საელჩომ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩაში ყოფნისას ყურადღებით დააკვირდნენ გარემოს და ურჩია, ბავშვებთან ერთად გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
ამასთან, კიჰარამ განაცხადა, რომ იაპონია კვლავ ღიაა ჩინეთთან „სხვადასხვა საკითხზე დიალოგის“ წარმოებისთვის.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანზე თავდასხმამ, შესაძლოა, იაპონიის მხრიდან სამხედრო რეაგირება გამოიწვიოს.
No article in the selected categories
