ევროპარლამენტმა სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლამდე გაზარდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 62
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკის 16 წლით განსაზღვრას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მიზანია „ასაკის შესაბამისი ონლაინ ჩართულობის“ უზრუნველყოფა და მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის შემცირება, რომელიც ჭარბი ონლაინ აქტივობის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.
რეზოლუციის თანახმად, სოციალური მედია, ვიდეოგაზიარების პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები 13–16 წლის მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დაშვებული. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს ასაკის შესაბამისი შინაარსის დიზაინის მოთხოვნების შესახებ კანონმდებლობის შემოღებას.
სოციალური მედიის გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სულ უფრო მზარდი შეშფოთების საგნად იქცა. კომპანიებს, როგორიცაა TikTok, Snapchat, Google და Meta, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის გაღვივებაში მონაწილეობისთვის უკვე აქვთ სასამართლო დავები შეერთებულ შტატებში.
No article in the selected categories
