ვულოცავთ დონალდ ტრამპს, ბედნიერ მადლიერების დღეს - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 67
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მადლიერების დღეს ულოცავს.
ამასთან, ზელენსკი ტრამპის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ ღირსეული მშვიდობა, გარანტირებული უსაფრთხოება მათი საერთო მიღწევა იქნება.
„ვულოცავთ და ბედნიერ მადლიერების დღეს ვუსურვებთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პირველ ლედის მელანია ტრამპს და ყველა ამერიკელს. გულწრფელად მადლიერები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელმაც უკრაინაში ამდენი სიცოცხლე გადაარჩინა და რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში ყოველდღიურად გვეხმარება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები კონსტრუქციულია და მოუთმენლად ველოდებით დიპლომატიის სფეროში შემდგომ პოზიტიურ განვითარებას, რათა რუსეთის ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ საბოლოოდ დასრულდეს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ღირსეული მშვიდობა და გარანტირებული უსაფრთხოება ჩვენი საერთო მიღწევა იქნება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
No article in the selected categories
