საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მზადყოფნა გამოთქვა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ემანუელ მაკრონთან სასაუბროდ მზადყოფნა გამოთქვა.

ელისეის სასახლეში დასძინეს, რომ „უახლოეს დღეებში“ გადაწყვეტენ, რა ფორმატში შეიძლება შედგეს ეს კომუნიკაცია.

„მისასალმებელია, რომ კრემლი საჯაროდ თანხმდება ამ ნაბიჯს. უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ მოქმედების საუკეთესო გზას“, - განაცხადეს ელისეის სასახლეში.