მოსკოვში საკუთარ მანქანაში აგვისტოს ომში მონაწილე რუსი გენერალი ააფეთქეს

 აგვისტოს ომში მონაწილე რუსი გენერალი ფარილ სარვაროვი, რომელიც დღეს დილით მოსკოვში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს, კლინიკაში მოკვდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობები აღენიშნებოდა.

სარავიოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი იყო. ის რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ჩეჩნეთის და სირიის ომში იბრძოდა.