შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ახალი წლის წვეულებაზე გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ შვეიცარიაში, ალპურ სათხილამურო კურორტზე, ახალი წლის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარი კრანს-მონტანას ერთ-ერთ ლაუნჯ-ბარში, დაახლოებით ღამის 1:30 საათზე გაჩნდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, ასევე ამ დროისთვის არ დასახელებულა ხანძრის გამომწვევი მიზეზები.