„მშვიდობის საბჭომ“, შესაძლოა, გაერო ჩაანაცვლოს - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მშვიდობის საბჭომ“, შესაძლოა, გაერო ჩაანაცვლოს.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მისივე თქმით, გაერო დიდად სასარგებლო არ ყოფილა.

„მე გაერო-ს პოტენციალის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მან ვერასდროს გამოავლინა საკუთარი პოტენციალი. გაერო-ს უნდა მოეგვარებინა ყველა ომი, რომელიც მე მოვაგვარე. მე არასდროს ვყოფილვარ მათთან, არც კი მიფიქრია მათთან წასვლაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.