მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მოძრაობს - ტრამპი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 61
ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, ევროპას შეეძლო აშშ-ისგან მაგალითის აღება, თუმცა, მისივე თქმით, „ევროპის ზოგიერთი ადგილის ცნობა შეუძლებელია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროპას „უარყოფითი გაგებით“ ვერ ცნობს.
„მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მოძრაობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარება.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მიღებული გახდა, რომ თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა მუდმივად მზარდი სამთავრობო ხარჯები, უკონტროლო მასობრივი მიგრაცია და გაუთავებელი უცხოური იმპორტია. მიღწეულია კონსენსუსი, რომ ე.წ. ჭუჭყიანი სამუშაო ადგილები და მძიმე მრეწველობა სხვა ქვეყნებში უნდა გადავიდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
No article in the selected categories
