ტრამპმა ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება გადაიფიქრა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 8
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალური მედიის პლატფორმაზე დაწერა, რომ იმ 8 ევროპულ სახელმწიფოს, რომლებმაც გრენლანდიაში “არქტიკული გამძლეობის” მისიის ფარგლებში სიმბოლური რაოდენობის ჯარისკაცები გაგზავნეს, 10%-იანი ტარიფები აღარ დაუწესდებათ, საუბარია დანიაზე, ნორვეგიაზე, შვედეთზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე, ნიდერლანდებსა და ფინეთზე. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აღნიშნულ სახელმწიფოებს ტარიფების პირველი ივნისიდან 25%-ით გაზრდითაც ემუქრებოდა, თუ ისინი ამერიკისთვის გრენლანდიის გადაცემას შეეწყინააღმდეგებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც შტატების ლიდერმა განაცხადა, ის ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, გრენლანდიასთან დაკავშირებით მის არაერთ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ჯერჯერობით, მედიისთვის უცნობია, თუ რა იგულისხმა ტრამპმა მისთვის სასურველ შედეგში, ტრამპმა პოსტშივე აღნიშნა, რომ გრენლანდიის თემაზე შეთანხმება, როგორც გამოსავალი “იქნება დიდებული ამბავი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩაერთვებიან და ანგარიშს პირადად ტრამპს ჩააბარებენ.
ტარიფების საკითხზე გადაწყვეტილების ცვილებას საფონდო ბირჟებზე დადებითად შეხვდნენ. ყველა ძირითადი ინდექსის, მათ შორის S&P 500-ის, Dow Jones-ისა და Nasdaq-ის შემთხვევაში, საშუალოდ, 1.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სიახლეს მიესალმნენ ევროპაშიც, სადაც მიიჩნევენ, რომ ტარიფების გაწვევა ვითარების დეესკალაციას შეუწყობს ხელს. თუმცა ოფიციალურ ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში არაერთ კითხვაზე მოელიან პასუხს.
No article in the selected categories
