დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 107
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც მედია იუწყება, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
"იმედი გვაქვს, რომ ომი დასრულდება. უამრავი ადამიანი მოკლეს. გასული ორშაბათის მდგომარეობით, 30 ათასი ადამიანია მკვდარი, უმეტესწილად სამხედროები
იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ, შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
No article in the selected categories
