რუსეთის კიევზე იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

იანვრის ღამეს რუსეთმა დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

როგორც მედია წერს, ხელისუფლება ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო განგაში, დაუყოვნებლივ იპოვონ თავშესაფარი და დარჩნენ იქ, ვიდრე არ მიიღებენ შესაბამის შეტყობინებას განგაშის დასრულების შესახებ.

ამასთან, 24 იანვრის ღამეს რუსულმა ძალებმა ხარკოვი „შაჰედის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 930 ჯარისკაცი მოკლეს ან დაჭრეს.