უკრაინის საგარეო უწყებაში უნგრეთის ელჩი დაიბარეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 55
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს.
როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განმარტეს, ელჩის დაბარება უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის ჩარევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდება.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩს დაიბარებს, რადგან, ორბანის თქმით, კიევი ცდილობს, მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს.
„ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციებმა შეაფასეს უკრაინის ეს უახლესი თავდასხმა და დაადგინეს, რომ მომხდარი კოორდინირებული უკრაინული ზომების სერიის ნაწილია, რომლითაც ისინი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას აპირებენ“, – აღნიშნა ორბანმა ვიდეომიმართვაში.
No article in the selected categories
