ინდოეთი, ირანის ნაცვლად, ნავთობს ვენესუელისგან შეიძენს, ჩინეთს შეუძლია, შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 106
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს,რომ ინდოეთი, ირანის ნაცვლად, ნავთობს ვენესუელისგან შეიძენს. მან Air Force One-ისბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ამასთან, ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთიც ვენესუელურ ნავთობს შეიძენს.
„ჩინეთს შეუძლია, შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ჩინეთს მივესალმებით. უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, ინდოეთი, ირანისგან შესყიდვის ნაცვლად, ვენესუელურ ნავთობს შეიძენს. ასე რომ, ჩვენ უკვე დავდეთ ეს შეთანხმება. ჩინეთს შეუძლია, თავისუფლად შეიძინოს ნავთობი“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
No article in the selected categories
