უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს არის დაგეგმილი.

„უკრაინა მზად არის საგნობრივი საუბრისთვის და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ შედეგმა ომის რეალურ და ღირსეულ დასასრულს დაგვაახლოოს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.

რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მოსალოდნელი იყო, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართებოდა.