ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 15 ადამიანი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ნავის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მიგრანტები თურქეთიდან კუნძულ ქიოსისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შეეჯახნენ.
მაშველებმა წყლიდან, 15 დაღუპულის ცხედართან ერთად, 23 დაშავებულიც ამოიყვანეს, რომელთა შორის 11 ბავშვია.
მედიის ცნობით, ასევე დაშავდა სანაპირო დაცვის ორი თანამშრომელიც. საერთო ჯამში, გასაბერ ნავზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.
No article in the selected categories
