აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიად ანტიევროპულია და ევროკავშირის დაშლას ცდილობს - მაკრონი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 37
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის „დაშლას“ ცდილობს. ამის შესახებ მაკრონმა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა აღიქვას ვაშინგტონთან დაძაბულობის დროებითი შემცირება როგორც მდგრადი ცვლილება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს „გამოღვიძების სიგნალი“ დიდი ხნის დაგვიანებული ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად და ბლოკის გლობალური ძალაუფლების განსამტკიცებლად.
„როდესაც არის აგრესიის გარკვეული აქტი, ვფიქრობ, თავი არ უნდა დავხაროთ ან ვეცადოთ კომპრომისის მიღწევას. ვფიქრობ, რომ ამ სტრატეგიას თვეების განმავლობაში ვიყენებდით და ის არ მუშაობს. აშშ მომდევნო თვეებში, და ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, თავს დაგვესხმება ციფრული რეგულაციების გამო“, – განაცხადა მაკრონმა.
No article in the selected categories
