ევროკავშირმა რამდენიმე რუს მოსამართლესა და პროკურორს სანქციები დაუწესა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 44
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუს მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოპროცესებში მონაწილეობდნენ. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდა რვა პირს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რეპრესიებზე.
ე.წ. შავ სიაში შეყვანილ პირთა შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და რამდენიმე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.
სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პირთა აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას, მათ შორის ტრანზიტულ მგზავრობას და ევროკავშირის კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის შავ სიაში მყოფ პირებთან საქმიანი ურთიერთობების აკრძალვას.
No article in the selected categories
