ირანმა და რუსეთმა $600-მილიონიანი სამხედრო შეთანხმება გააფორმეს - რას მოიცავს ის?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 37
რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც თეირანი მოსკოვისაგან 589 მილიონი დოლარის ღირებულების საიდუმლო შეიარაღებას მიიღებს.
თავდაცვის ინდუსტრიების პროდუქციის ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანია Рособоронэкспорт-სა და ირანის თავდაცვის უწყებას შორის დადებული კონტრაქტის მიხედვით, ირანი 500 ერთეულ უახლეს მოძრავ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Verba-სა და 2 500 ერთეულ 9M336-ის ტიპის რაკეტას მიიღებს. ეს ტექნოლოგია აღჭურვილია სამარხიანი ოპტიკური დამიზნების სისტემით, რაც მას დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. შეიარაღების მიწოდება სამ ეტაპად, 2027-დან 2029 წლამდე პერიოდში განხორციელდება.
ირანის ხელისუფლებამ თანამედროვე რუსული შეიარაღების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ივნისში აშშ-მა და ისრაელმა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე მასიური სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ოფიციალური თეირანის განცხადებით, მაშინ მიღებული სამხედრო და ინფრასტრუქტურული ზარალი ანაზღაურებულია, ხოლო ახალი რუსული საჰაერო სისტემები მათ საშუალებას მისცემს, მსგავსი საფრთხის შემთხვევაში დასავლურ ავიაციას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ.
აღნიშნული საიდუმლო გარიგება კრემლსა და თეირანს შორის არსებული მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, მართალია, ორ სახელმწიფოს შორის ფორმალური ორმხრივი თავდაცვის პაქტი არ არსებობს, თუმცა მოსკოვის მიერ ირანის მილიტარიზაციის პირდაპირი ხელშეწყობა ამერიკული წნეხის საპირწონედ გადადგმული ნაბიჯია და ის მიუთითებს კრემლისა და თეირანის კოორდინირებულ მოქმედებებზე.
No article in the selected categories
