ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ - ტრამპი
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 68
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები „ირანს მიწასთან ასწორებენ“, თუმცა „დიდი ტალღა“ ჯერ კიდევ წინ არის.
„ჩვენ მათ მიწასთან ვასწორებთ. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან ძლიერია. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს და მას ვიყენებთ“,- განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ახორციელებს თუ არა აშშ სხვა მოქმედებებს სამხედრო დარტყმების გარდა, რათა ირანელ ხალხს დაეხმარონ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.
„დიახ, ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ყველა სახლში დარჩეს. ქუჩაში უსაფრთხო არ არის. ჩვენ მათთვის სერიოზული დარტყმების მიყენებაც კი არ დაგვიწყია. დიდი ტალღა ჯერ არ დაწყებულა. დიდი ტალღა მალე დაიწყება“, – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს თეთრ სახლში ღირსების მედლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს საათებში დაიწყება.
No article in the selected categories
