"ეს არ არის უსასრულო ომი - ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს" - ნეთანიაჰუ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 63
ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს.
ნეთანიაჰუს ამბობს, რომ აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“.
დილიდან ისრაელის და აშშ-ს ავიაცია თეირანში გუშაგთა კორპუსის სამხედრო ობიექტებს ბომბავს. პარალელურად იბომბება ლიბანის დედაქალაქის ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები. ჰეზბოლა ირწმუნება, რომ რაკეტებით იერიში მიიტანეს გოლანის მაღლობზე ისრაელის ნაფას ბაზაზე და დრონებით დაარტყეს მერონისა რამათ დავიდის ავიაბაზებს ისრაელის ჩრდოლოეთით.
ისრაელს ჰეზბოლას განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
No article in the selected categories
