სოციალური მედიის ბოროტად გამოყენების ბრალდებით კატარში 313 ადამიანი დააკავეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 75
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და მცდარი ამბების გავრცელების გამო კატარში 313 ადამიანი დააკავეს.
უწყების განმარტებით, დაკავებულებმა სოციალური მედიის საშუალებით ბოროტად გამოიყენეს არსებული ვითარება.
„დაკავებები განხორციელდა არაავტორიზებული ვიდეოების გადაღებისა და გავრცელების, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის, მცდარი ამბების გავრცელებისთვის, ასევე საზოგადოებრივი შეშფოთების გაღვივების მიზნით ინფორმაციის გავრცელების გამო“, – აღნიშნეს კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი ვიდეოების გადაღებისა და გამოქვეყნებისგან ან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცრუ ამბების გავრცელებისგან.
No article in the selected categories
