"ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ" - დონალდ ტრამპი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 67
ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია.
„მათ არ სურდათ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო გზით არის მოგებული, მათთვის ძალიან მცირე საფრთხის გათვალისწინებით, ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელიც იძულებულნი არიან, გადაიხადონ. თუმცა არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მარტივ სამხედრო მანევრში დახმარება, რაც ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია. მათთვის ასე ადვილია ამის გაკეთება, ასე მცირე რისკით. მშიშრები არიან, და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
No article in the selected categories
