უნგრეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი იწყება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია "ფიდესსა" და ოპოზიციურ "ტისას" შორის მიმდინარეობს. 

საერთაშორისო მედიის მონაცემებით, ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — 17:30 საათის მონაცემებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,80%-ია. 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,80% იყო, 2018-ში კი 68,13%