ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. 

ადგილზე იმყოფებოდა “დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, რომელმაც ხოშტარიას დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ  ის შსს-ს წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

"მოვიდნენ ელენე ხოშტარიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, დააკავეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს სავარაუდოდ, შსს-ს შუშებიანში. ზუსტად, არაა ეს დადასტურებული, თუმცა ვიცით, რომ ნამდვილად დააკავეს და ბრალი წაუყენეს იმ მუხლით, რომელიც შსს-მ დაწერა, 187-ე მუხლით. რაც აბსურდია პოლიტიკურად, თუმცა, რეალობა ეგაა,- განაცხადა ლემონჯავამ.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული. 

შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.