გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება - პრემიერი

გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენდიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერმა.