ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოზიციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ქვეყანას დაამშვიდებს და ამას ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.

„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოების დამშვიდება, ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს არის ის სწორი პროცესი, რომელიც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ქვეყნის დამშვიდებამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.

მთავარი რაც არ აქვს ოპოზიციას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხი არ გიჭრეს მხარს, ბუნებრივია, ვერავითარ რევოლუციურ სცენარს ვერ განახორციელებ. ვერც არჩევნებს იგებენ, ვერც რევოლუციებს აწყობენ ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ არ უჭერს მხარს. როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ხალხი მხარს უჭერდეს კოლექტიურ აგენტურას, შეუძლებელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზეზი, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასე გაგრძელდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.