საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

თურქ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მასპინძლობს.

შს სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი მაჰმუთდემირთაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.