27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.