საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის მეფის, ფრედერიკ X-ის მიერ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ მიღებას ესწრება. სამიტის მონაწილეთა შორის არიან 47 სახელმწიფოს პირველი პირები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების, სტაბილურობის გაძლიერებაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.