პაატა ბურჭულაძემ საპროტესტო აქციაე წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც აცხადებს:
"1) ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს
2) ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია
3) მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.
ამ წუთიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს.
ახლა ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ "ოცნების" 6 წევრ ადამიანზე, ვინც არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს
მოვითხოვთ მათ დატყვევებას და პირდაპირ მიყვანას საპყრობილეში:
1. ირაკლი კობახიძე
2. შალვა პაპუაშვილი
3. ანზორ ჩუბინიძე
4. მამუკა მდინარაძე
5. თეა წულუკიანი
6. ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ