პრეზიდენტის სასახლესთან რაც ხდება, არის პროვოკაცია - „ეს არის მცდელობა, მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ“ - ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან რაც ხდება, არის პროვოკაცია – „ეს არის მცდელობა, მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ“.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის მცდეელობა, მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ.

„გადახედეთ, ეს ხალხი, რომელიც აქ დგას, დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები. გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღეა გრძელდება. აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, პროვოკაციების. ახლა რაც ხდება იქითკენ, არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი. ეს არის მცდელობა, რომ ის დღეს, რაც ნამდვილად ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ან დაშალონ ან გააქციოონ აქედან. მთავარია, გაგრძელდეს მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს უშვრებიან. მეც ხვალ ვიქნები და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, სწორედ რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.