"უკან დასახევი გზა არ არის... ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ" - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ხალხს სჭირდება "უფრო დამღლელი, უფრო ტაქტიკური სვლები".
არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინოთ. შევერკინე, როგორც ხედავთსაღსალამათი ვარ და ბრძოლის უნარიანი ვარ კვლავ, როგორც ქართველი ხალხი თავისიბუნებით, უდრეკი და უღალატო ადამიანები.
რაც შეეხება ბრძოლის ტაქტიკას, ჩვენ ვხედავთ, რომ დასრულდა ყველანაირი ლეგიტიმაცია თურამე ჰქონდათ, ფორმალური, არაფორმალური, ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ამიტომ, შეუძლებელია ახლა დავთმოთ პოზიციები, შეუძლებელია ახლა ჩვენ ერთმანეთს არვამხნევებდეთ ამიტომ, რა გჭირდება ჩვენ ახლა, ქართველებო, გადაეცით ერთმანეთს - ეს არისჩვენი ბრძოლის ხერხი, მეთოდი, უნდა გავტეხოთ მათი შესაძლებლობები, უნდა დავღალოთ დაუნდა მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე.
ეს იყო ტაქტიკური სვლა, ჩაიხსნა გარკვეული სპეცრაზმი და გადააადგილეს იმ ოფისისმიმართულებით, ივანიშვილს იცავენ პრინციპში, ეს არის მთავარი ამბავი. ახლა ჩვენ გვჭირდებაუფრო დამღლელი, უფრო ტაქტიკური სვლები... ზუსტად ვიცი, რომ უკან დასახევი გზა არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვერ გავიღვიძებთ დამარცხებულები, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, გავამხნევოთ ერთმანეთი. ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ," -განაცხადა მურთაზზოდელავამ.