გვაქვს საჯაროდ გაცხადებული სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-თან - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, რომ ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

„მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მთავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.