ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების ადვოკატმა მითხრა, რომ რამდენჯერმე უყურა იმ კადრებს, სადაც დღესავით ნათელი იყო, რომ ათონელზე ღობეები წინსწრებად იყო მოყანყალებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა:
„პირველად ადვოკატმა მითხრა, ვინც იცავს 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, რომ მან რამდენჯერმე განმეორებით უყურა იმ კადრებს, სადაც აშკარად, დღესავით ნათელი იყო, რომ ეს ღობეები ათონელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში, რომ ფაქტია, რაღაცა სუს-ის ჩარევას და ინფილტრაციას ჰქონდა ადგილი“