ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

ელინა ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. ელინა ვალტონენს გუშინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან.