ირაკლი კობახიძემ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

განახლებულ მუზეუმში დაცულია ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა, მათ შორის მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ფოტოარქივი.

რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი გაიზარდა, ის აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.