საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. 
განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 
განკარგულების თანახმად,  1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის.