საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს.
განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.
მადლობას გიხდით ამ გზაზე გაწეული შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - წერს ირაკლი კობახიძე.
