საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.
საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.