ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი უპირატესობა ჩვენს ეპოქას ის აქვს, რომ ფიქსირდება ეს ღალატი, ვხედავთ ამას პირდაპირ ეთერში, მათ ქმედებებს და ასეთი მსგავსი ჩანაწერებიც ამის მანიშნებელია.
„უპირველეს ყოვლისა, ის მუხლები, რომლებიც წარდგენილი აქვთ ამ პირებს, იცით, რომ პარლამენტის მიერ გაზაფხულზე გატარებული ცვლილებებით მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ, რომელიც თავის დროზე სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააქრო სისხლის სამართლის კოდექსიდან იცოდნენ რა თავიანთი მოღალატეობრივი ბუნება. არ უნდოდათ, ხვდებოდნენ, რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე და სამშობლოს ღალატის მუხლი ექნებოდათ წარდგენილი. ასე, რომ ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს.
ისტორიული პარალელები შეიძლება ბევრი გავიხსენოთ. ერთი უპირატესობა ჩვენს ეპოქას ის აქვს, რომ ფიქსირდება ეს ღალატი, ვხედავთ ამას პირდაპირ ეთერში, მათ ქმედებებს და ასეთი მსგავსი ჩანაწერებიც ვფიქრობ ამის მანიშნებელია.
მეორე, ამ ხალხს სინამდვილეში და იმიტომაც ვუწოდებთ უსამშობლოებს, რომ მათ რომ ჰკითხოთ, გააზრებული არ აქვთ სამშობლოს ღალატი. თავი მიაჩნიათ რაღაც კოსმოპოლიტად, მსოფლიო მოქალაქედ. მისთვის ქართული სახელმწიფო და ესტონური სახელმწიფო ერთი და იგივეა. ის ესტონურ სახელმწიფოს თუ ემსახურება, ან ჰოლანდიურ სახელმწიფოს თუ ფრანგულს, მისთვის ეს იგივეა, რაც ემსახუროს ქართულ სახელმწიფოს და ამას ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რისთვის დავღვარეთ ჩვენ სისხლი, იმისთვის რომ საბჭოთა კავშირისთვის დაგვეღწია თავი. დავღვარეთ იმიტომ, რომ და სუვერენიტეტი იმას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ ჩვენ და სხვა არის სხვა და სხვისი სამსახური არ არის შენი ქვეყნის სამსახური. ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც ვერ აცნობიერებენ. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც სწორედ ერეკლეს და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა, რომელსაც ვერ აცნობიერებენ ეს ადამიანები. ეს არის მთავარი პრობლემა სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, როგორც იდეოლოგიაზე. „ნაცობა“ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა. „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას და იმ პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა, შენ ემსახურები შენს ქვეყანას თუ ემსახურები სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის მსახურებას არქმევ საკუთარი ქვეყნის მსახურებას. რომ ჰკითხოთ, ამას იტყვიან, რომ მერე რა, თუ რომელიღაც უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით რაღაცაში, მერე რა, რომ ამას ვაკეთებდით. ამას ვერ აცნობიერებენ. ახლაც ვისმენდით, რომ კი მაგრამ მტრული ქვეყნები არიან თუ რა. საქმე მტრობაში და მეგობრობაში კი არ არის, საქმე არის, რომ ვართ ჩვენ და არიან სხვები და ამაზე დგას ნებისმიერი სახელმწიფო და როცა ემსახურები სხვებს, მაშინ შენ არ ემსახურები ჩვენც და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამშობლოს ღალატი, როგორც ყველაზე დასაძრახი ქმედება, იყოს ქართველი ხალხის მიერ შეფასებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.
