დღეს, ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. აღნიშნულმა განცხადებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რის შემდეგაც პროტესტი რუსთაველზე ყოველდღე გრძელდება. დღესაც, თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობებია დაგეგმილი.
19:00 საათზე, მსვლელობები თსუ-ს პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყება. 20:00 საათისთვის კი აქცია პარლამენტთან იგეგმება.
28 ნოემბერს დაანონსებულ აქციას კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან.
