დღეს, 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხს განიხილავს:
საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი მ. სარჯველაძე
საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დ. სონღულაშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: განათლების მინისტრი გ. მიქანაძე .
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლ. ხუციშვილი
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრი რ. სოხაძე
