რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობა არ არსებობს, - აცხადებს სერგეი ლავროვი და ამტკიცებს, რომ თბილისი კვლავ იმ „არარეალურ მოთხოვნაზე“ დგას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე უარის თქმით უნდა დაიწყოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბურთი ახლა სწორედ საქართველოს მოედანზეა.
"რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტახულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია.
ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, - ამბობს ლავროვი.
