შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე,თეიმურაზ კუპატაძე, მოადგილეები, ასევე, დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და დეპარტამენტის თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
გიორგი სახოკიამ და თეიმურაზ კუპატაძემ, სამმართველოების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და დეპარტამენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო სამომავლო გეგმებსა და რეფორმებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
